Sunday, November 10, 2013

დღე მე-7
დღეს განვიხილეთ მოდული -6,შევისწავლეთ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ, როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლის განსხვავებული საჭიროებები.

Saturday, November 9, 2013

განვიხილეთ მოდულში წარმოდგენილი აქტივობები რაც დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული  შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და შეფასების ანალიზი. ამავდროულად შევისშავლეთ და გავაანალიზეთ შეფასების სტრატეგიები, რამდენად შეესაბამება სტანდარტებს და მიზნებს, რამდენადაა მოსწავლეზე ორიენტირებული,  და რაც ძალზედ მნიშვნელოვანია იყოს მრავალფეროვანი და განმავითარებელი.

Saturday, November 2, 2013

დღე მე-4
*გავეცანით დროში გაწერილ შეფასების სქემას, საინტერესო იყო შეფასების სქემა: პროექტის დაწყებამდე, პროექტის მიმდინარეობისას. პროექტის დასრულებისას,
*საინტერესო იყო სლაიდის შედგენა, გამიჭირდა,მაგრამ დაუძლეველი არაფერია, ტრენერმა მიმართულებები მოგვცა, გავაგრძელებთ მუშაობას დამოუკიდებლად

Saturday, October 26, 2013

III დღე

გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა, კერძოდ სტანდარტები, ინდიკატორები მიზნები, კითხვების დასმა

Saturday, October 19, 2013

გუშინ მეცადინეობა საინტერესოდ დაიწყო, ტრენერმა მოგვაწოდა ინფორმაცია,თუ რა საკითხებზე გამახვილდებოდა ყურადღება, ერთობ საჭირო საკითხები იყო, რომლის შესწავლა აუცილებელია მაწავლებლისათვის, სამწუხაროდ გამიჭირდა მასალის სწრაფად ათვისება, კომპიუტერიც გაიჭედა, იმედია დღეს უკეთესად შევძლებ გაგებას.